Wednesday, November 13, 2013


Pპროექტი.  გავაცოცხლოთ ისტორია.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

შედეგი:

მოსწავლე აანალიზებს პირველად და მეორად წყაროებს.
გეგმავს და ატარებს ისტორიულ კვლევას.
ინდიკატორი:
განიცდის ისტორიულ ეპოქას: ) წყაროების შესწავლის საფუძველზე აყალიბებს იმ ეპოქაში არსებულ ფასეულობებს, შეხედულებებსა და შესაძლებლობებს; აღწერს, თუ როგორ აღიქვამდნენ იმ პერიოდის ადამიანები თავიანთ ეპოქას ) ცდილობს, თავიდან აიცილოს წარსული ეპოქის შეფასება მხოლოდ დღევანდელი გადასახედიდან.
დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით ირჩევს საკვლევად მისთვის საინტერესო ისტორი-ულ საკითხს (მოსწავლის არჩევანი შეიძლება განაპირობოს ისტორიული ნაშრომის, ისტორიულ თე-მატიკაზე შექმნილი მხატვრული ლიტერატურის, კინოფილ-მების, არქიტექტურული ძეგლების, სა-მუზეუმო ექსპოზიციების გაცნობამ ან თანამედროვე პოლიტიკური მოვლენით დაინტერესებამ);
პროექტის გეგმა 
გააცანით მოსწავლეებს პროექტის არსი, მიზანი და საკვლევი თემა. შეგიძლიათ ჩაატაროთ ლექ-ციური გაკვეთილი, ან მოიწვიოთ ექსპერტები, ან მოამზადოთ ნებისმიერი ამ მოვლენის ამსახველი ტექსტი და მოსწავლეებს დაამუშავებინოთ.
გამოკითხეთ მათ რა იციან დემოკრატიული საქართველოს შესახებ. შეგიძლიათ შეავსებინოთ წინასწარი მონიტორინგის ცხრილი _ რა ვიცი, რა არ ვიცი, რა მინდა ვიცოდე (ცხრილის შვსების მიზანია, რომ ბოლოს იგი კვლავ დაუბრუნოთ მოსწავლეებს ცვლილებების შესატანად).
თემები შერჩეულია გაკვეთილში მოცემული ტექსტის მიხედვით. შეგიძლიათ, თემების რაოდენო-ბა შეცვალოთ: გაზარდოთ, შეამციროთ. სასურველია მოსწავლეებს მისცეთ ინსტრუქცია, რომ მოცემული თემები უფრო დააკონკრეტონ.
პროექტის ვადები განსაზღვრეთ მოსწავლეებთან ერთად. სახელმძღვანელოში პროექტზე ჩვენ გა-ვითვალისწინეთ 3 საათი, თუმცა თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს რაოდენობა თქვენი და მოს-წავლეთა სურვილის შესაბამისად. თუმცა მხედველობაში მიიღეთ, რომ პროექტი არ უნდა იყოს გრძელვადიანი, რადგან მოსწავლეებს ისტორიული თემის დაწერა აქვთ გამიზნული. მოსწავლეებთან შეთანხმებით მიიღეთ გადაწყვეტილება _ როდის დამთვრდება პროექტი, წინასწარ მომზადებულ ფურცელზე დაწერეთ და გააკარით. დასძინეთ, რომ ვადა არ შეიცვლება.
ორგანიზაცია _ მოიფიქრეთ, როგორ გააკეთებინებთ მოსწავლეებს პროექტს: წყვილებად დაყოფთ თუ პატარა ჯგუფებად და გაუკეთეთ ორგანიზება. ჩაინიშნეთ ყველა ინფორმაცია.
კლასიფიკაცია _ მოსწავლეებმა უმჯობესია შეარჩიონ მათთვის საინტერესო საკითხი, რომელი მიმარ-თულებით ურჩევნიათ კვლევის ჩატარება. გაუკეთეთ ორგანიზება და ჩაინიშნეთ.
მიეცით მიმართულები, რჩევები, სად მოიძიონ ინფორმაცია, როგორ მოიძიონ, მიეცით ზოგიერთი წყაროს დასახელება.
დამატებითი ღონისძიებები  _ თუ ამის საშუალება გაქვთ, წაიყვანეთ ისინი მუზეუმში, ან არქივში, ან შეახ-ვედ-რეთ ექსპერტებს, ისტორიკოსებს. ასეთი ღონისძიებები, როგორც წესი, ზრდის მათ მოტ-ივაციას.

კლასთან ერთად შეადგინეთ შეფასების სქემები
. ჯგუფების შეფასების სქემები (საკმარისია 4-5-კომპონენტით);
. პროექტის შეფასების სქემები.
გააცანით მათ, რომ პრეზენტაცია უნდა წარმოადგინონ გაზეთის, ფოტოების, საკუთარი ნამუ-შევრების ან სლაიდ შოუს სახით. უნდა გამოიყენონ ვიზუალური მასალა, მოძიებული ინფორმაცია. ამასთან დაუმატეთ და ხაზი გაუსვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ბევრი ინფორმაცია აქვთ, ყველა პრეზენტაციას აქვს რეგლამეტი. ამდენად, უნდა მოახერხონ ინფორმაციის ორგანიზება. შეთანხმდით მოსწავლეებთან ერთად, 10 თუ 15 წუთიანი იქნება მათი გამოსვლა.
მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ. აღნიშნეთ, რომ პროექტში არ იქნებიან აქტიური და პასიური მოს-წავლე, ყველამ უნდა იაქტიუროს.
შეფასება თითოეული პრეზენტაციის წინ ყველა მოსწავლეს დაურიგეთ ერთად შექმნილი შეფასების სქემები. მიეცით ინსტრუქცია, რომ პრეზენტაციის დროს მათ პარალელურად უნდა შეავსონ ეს სქემა, რაც დაეხმარებათ აქტიურ მოსმენაშიც და თვითშეფასებაშიც.
ანალიზი პრეზენტაციების ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პრეზენტაციები. მიეცით მოს-წავლეებს დისკუსიის გამართვის საშუალება. შეაჯამეთ პრეზენტაციები, გამოიტანეთ დასკვნები. ისინი სხვადასხვა თემებს იკვლევდნენ, შესაბამისად, მათთვის ისევე საინტერესო იქნება სხვა ჯგუფის პრეზენტაციები და დისკუსიები, როგორც თქვენთვის.
თუ შესაძლებელია, დაასრულეთ პროექტი მინიდოკუმენტური ფილმის ჩვენებით, რითაც მოსწავლეები კიდევ ერთხელ თავს მოუყრიან საკუთარ ცოდნას.
დამამთავრებელი ფაზა _ შეადგინეთ ტესტები;
ტესტი შეადგინეთ როგორც დახურული, ისე ღია კითხვების საშუალებით. ტესტი საშუალებას მოგცემთ გაიგოთ, რამდენად შეძლეს მოსწავლეებმა ეპოქის გააზრება და შეაფასოთ მოსწავლეები არა მარტო გუნდურ თანამშრომლობაში, პრეზენტაციებში, არამედ კონკრეტულ ცოდნაში _ რა ისწავლეს თემასთან დაკავშირებით, რა ისწავლეს კვლევის პროცესში, რა ისწავლეს ერთმანეთისგან.
პარალელები დღევანდელობასთან _ სთხოვეთ მოსწავლეებს გაავლონ პარალელები დღევან-დელო-ბას-თან. ასეთი მიდგომა ყოველთვის აძლევს მოსწავლეებს შესაძლებლობას, უკეთ გაიაზრონ ეპოქა, შეაფასონ ვითარებები, იმსჯელონ მსგავსებებსა და განსხვავებებზე.

პროექტის შეფასების სქემა

ქულა
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
კვლევა,
მასალის მოძიება, ორგანი-ზება
კვლევა არ ჩაუტარებიათ. გამოიყენეს მხოლოდ ტექსტი. არ წარმოადგინეს იმდროინდელი ეპოქის საკითხები, არა აქვთ ინფორმაციები.
კვლევა ზედაპირულია, არ პასუხობენ პროექტის მიზანს, წარმოადგინეს იმდროინდელი ეპოქის მშრალი საკითხები. არა აქვთ ინფორმაციები.
კვლევა ზედაპირულია, ნაწილობრივ პასუხობენ პროექტის მიზანს, წარ-მოადგინეს იმ-დროინდელი ეპო-ქის საკითხები და რამდენიმე ინფორმაცია.
კვლევა ჩატარებული აქვთ, პასუხობენ პროექტის მიზანს, წარმოადგინეს იმდროინდელი ეპოქის საკითხები და ფაქტები.
ინფორმაციას აკლია ორგანიზება.
კვლევა ჩატარებული აქვთ ღრმად, პასუხობენ პროექტის მიზანს, წარმოადგინეს იმდროინდელი ეპოქის მთავარი საკითხები და საინტერესო ინფორმაციები.
არგუმენ--ტაცია
უჭირთ დასაბუთება. არ იციან არგუმენტი-რებული საუბარი, არა აქვთ პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
ცდილობენ გამოთქვან თავიანთ აზრები, არა აქვთ დასაბუთება, ამდენად აზრები ბუნდოვანია.
გამოთქვამენ თავიანთ შეფასებებს, თუმცა უჭირთ დასაბუთება.
გამოთქვამენ თავიანთ შეფასებებს, ასაბუთებენ, თუმცა არგუმენტაცია არაორგანიზებულია. აკეთებენ დასკვნებს, აკლიათ დამაჯერებლობა.
გამოთქვამენ თავიანთ შეფასებებს, არგუმენტირებულად ასაბუთებენ და აკეთებენ ლოგიკურ დასკვნებს.
დროის ლიმიტი
გამოსვლა დაასრულეს
სწრაფად.
დრო ვერ გათვალეს.
დრო ვერ გათვალეს (არ ეყოთ, ან დარჩათ).
დრო გამოიყენეს რაციონალურად.
დრო კარგად აქვთ გათვლილი.
გუნდური მუშაობა

არ არის გუნდური ნამუშევარი.
არ არის გუნდურობა. მხოლოდ ერთი მუშაობს.
გუნდში მხოლოდ უმცირესობა მუშაობდა.
გუნდში
ერთია აქტიური, დანარჩენები პასიურები არიან, ერთმანეთის აზრებს არ ითვალისწინებენ.
გუნდური ნამუშევარია. ერთმანეთის აზრებს უსმენენ, იყენებენ და პატივს სცემენ.

თვალსა-ჩინოება
არა აქვთ.
არა აქვთ ან თვალსაჩინოება ძალიან ზედაპირულია.
არა აქვთ ან თვალსაჩინოება ზედაპირულია.

აქვთ თვალსაჩინოება
გამოყენებული.
აქვთ საინტერესო, ეფექტური, (ორიგინალური), თვალსაჩინო მასალა.

პროექტის ტესტის შეფასების კრიტერიუმი
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ტესტი, დაამატოთ ან შეამციროთ კითხვები თქვენი შეხედულების მიხედვით, ასევე გამოიყენოთ არა მარტო ღია, არამედ დახურული შეკითხვებიც (ფაქტობრივ და ზუსტ ინფორმაციაზე ორიენტირებული შეკითხვები).
ტესტი შეიძლება იყოს 20 ქულიანი. მიღებული ქულა კი გაიყოფა 2-ზე.

თითოეული კითხვა შეაფასეთ 2 ქულით.

ქულები
შეფასების კრიტერიუმები
1
პასუხები მშრალია, ეფუძნება მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას.

2
პასუხები არგუმენტირებულია, იყენებს ფაქტობრივ ინფორმაციებს, იცის არა მარტო საკუთარი კვლევის საკითხები, არამედ აქვს სხვა დამატებითი ინფორმაციებიც, გამოაქვს დასკვნები.